USD
GEL
gdrone

ტრენინგები

 

კურსი რეისინგ დრონის პილოტირებაში

 

ჩვენი წამყვანი პილოტები შეგასწავლიან თუ როგორ უნდა მართოთ სხვადასხვა ტიპის დრონები. კურსი განკუთვნილია როგორც სრულიად დამწყებებისთვის, ასევე დრონით ფრენის უნარებით გაუმჯობესების მსურველებისთვის. ტრეინგ კურსის გავლა საშუალებას მოგცემთ მარტივად გადაიღოთ აქამდე მიუწვდომელი ადგილები და პეიზაჟები, შეიძინოთ სრულიად განსხვავებული და შთამბეჭდავი ჰობი, განსაკუთრებით მონდომებული და ნიჭიერ პილოტებს კი შეუძლიათ შესაბამის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობაც.

დრონების შესახებ უკვე ყველას გვსმენია. მას იყენებენ როგორც პროფესიონალები ასევე მოყვარულები ვიდეო თუ ფოტო გადაღებისთვის, სამხედროები, როგორც ტერიტორიის შესწავლისთვის ასევე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებისთვის, საკურიერო კომპანიები ტესტავენ და ემზადებიან ნივთების დრონების მიწოდებისთვის, აგრო სფეროში მიღებული გახდა მორწყვის თუ შეწამვლის დრონით განხორციელება, აქტიურად იყენებენ დრონებს მშენებლები, მაშველები  და ასე შემდეგ, ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება.

დრონები იმართება პულტის მეშვეობით, სათვალის საშუალებით კი პილოტი აკონტროლებს გაფრენას უშუალოდ დრონიდან, მასზე დამონტაჟებული კამერის საშუალებით. სათვალის და კამერის დამსახურებით FPV (First Person View) ფრენა კონტროლდება პირველი პირის ხედვიდან. ანუ პილოტი ფრენის დროს სრულად გრძნობს სისწრაფეს და აჩქარებას, ხედავს ტერიტორიას ჰაერიდან მოძრაობაში, საკმაოდ უცნაური შეგრძნება ამ დროს როდესაც შენ თავს ხედავ ჰაერიდან პულტით ხელში სხვადასხვა რაკურსით.

ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება სპორტი, დაკავშირებული დრონების მართვასთან FPV-ს გამოყენებით. იმართება სხვადასხვა ქვეყნებში ტურნირები, სადაც მონაწილეთა რაოდენობა მაღალი ტემპებით იზრდება.

კურსი მოიცავს:

  1. თეორია - რა არის დრონი, რა ძირითადი კომპონენტებისგან შედგება
  2. სიმულატორი - დრონის მართვა სიმულატორის მეშვეობით
  3. მომზადება გაფრენისთვის - ჩართვა, დიაგნოსტირება, კალიბრაცია
  4. პირველი გაფრენა - გაფრენა განხორციელდება ინსტრუქტორთან ერთად
  5. დამოუკიდებელი ფრენა ღია სივრცეში -
  6. ფრენა აკრო რეჟიმში -
  7. რემონტი და მოვლა - მცირე ხარვეზების საკუთარი ხელით გამოსწორება, სწორე ექსპულატაცია
  8. მინი შეჯიბრი - დასრულების შემდეგ თითოეულ მოსწავლეს გადაეცემა სერთიფიკატი

I. ეტაპი

 

II. ეტაპი

 

III. ეტაპი